მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  ოქტომბერი  2017

    როგორი იქნება ზუგდიდის ბულვარი - რეკონსტრუქციისთვის მილიონ ლარამდე დაიხარჯება [ფოტო]

    გამოცხადდა ტენდერი ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის.

    სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. ამიტომ, პირველ ეტაპზე მოხდება არხის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება.



    ასევე, გაკეთდება ხიდ-გადასასვლელები მოაჯირებით, სარწყავი სისტემა და წყალსაწრეტი, დაიდგმება დეკორატიული ქოთნები.



    დარჩენილი სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან გაგრძელდება. დოკუმენტაციის მიხედვით, მცენარეთა დარგვა უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში.



    დენდროლოგიური პროექტით გათვალისწინებულია ბულვარში არსებული გადაბერებული და უსახური 17 მცენარის მოჭრა-ამოძირკვა, ადამიანთა და კომუნიკაციების უსაფრთხოების მიზნით ხმელი მცენარეების მოჭრა, ცოცხალი მცენარეების გათავისუფლება ხმელი ტოტებისგან, მოჭრილი მცენარეების ადგილზე კი ახალი, იგივე სახეობის მცენარეთა დარგვა, ასევე უსისტემოდ დარგული, გადაზრდილი მცენარეების გასხვლა-ფორმირება.

    პროექტის ჯამური სავარუდო ღირებულება 910 532 ლარია.




     

     


პარტნიორები